საქართველოსიახლეები

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა

21 ოქტომბერს, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულსა და ძებნილის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.

თავად მსჯავრდებული და მისი ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხებიან. დაკავებული ბიძინა ესებუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, მსჯავრდებული მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ ის ძებნილ ბადრი ესებუას ძმაა.

შეგახსენებთ, რომ თავად ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. იგი 21 ოქტომბერს, ხელყუმბარით შეიჭრა ზუგდიდის ფილიალის საქართველოს ბანკში და და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების სანაცვლოდ იგი 500 ათას დოლარსა და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. მოგვიანებით კი მან 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button