მნიშვნელოვანისიახლეები

ბადრი ჯაფარიძეს შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს

“ქართული ოცნება” ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე მსჯელობას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყებს. “ოცნება” სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს გამოითხოვს, დასკვნას მოამზადებს და ბიუროს გადასცემს.

“ლელოს” ლიდერის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, კანონმდებლობა მმართველ პარტიას ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა მაინც ყველაფერი “ქართული ოცნების” კეთილ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი თუ შინაარსობრივად გავიზიარებთ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია და რომელსაც მისჯილი აქვს სასჯელი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლებული იქნა სასჯელის მოხდისგან, რაც ამ წუთში ძალაში გვაქვს და მას არც ნასამართლეობა არ აქვს. შესაბამისად, თუ მარლამენტი ამ მუხლს განმარტავს შინაარსიდან გამომდინარე, რისთვისაც იქნა მიღებული, ჩემი აზრით, არ უნდა იქნეს შეჩერებული. დანარჩენი უკვე პარლამენტზეა დამოკიდებული, – ამბობს ინტერესების დამცველი.

პარლამენტის დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა IPN-თან განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

“როცა სასამართლოს დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კანონში ასე წერია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა”,-თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუჩერდეს, ვისურვებდი, „ქართულმა ოცნებამ” გამოავლინოს გონიერება და ეს საკითხი არ დაისვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ეს საკითხი დაიძრა, ცხადი იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. მისივე თქმით, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა სწორედ ამასთან.

ვფიქრობ, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯა, იქვე აღნიშნა, რომ ეს სასჯელი ძალაში შესული არ არის.

ფრაქცია “ლელოს” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.

ცნიბისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება, 12 იანვარს გამოაცხადა
სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გაამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ამასთან, ბრალდებულებს შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა გაუუქმდათ.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება

მსგავსი პოსტები

Back to top button