რეგიონი

კახეთში ომიკრონის შემთხვევები 11 ჯერ გაიზარდა

24 საათის განმავლობაში კახეთში ომიკრონის დადასტურებული შემთხვევები თერთმეტჯერ გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ახალი შტამის გავრცელება რეგიონში სწრაფად დაიწყო.

” უკვე 23 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, როცა გუშინ მხოლოდ ორი იყო. მე ვსაუბრობ, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე, რადგან დარწმუნებული ვართ, ახალი შტამით უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს”– განაცხადა ხიზანიშვილმა.

კორონავირუსის ომიკრონის შტამით, კახეთში არასრულწლოვნებიც დაინფიცირდნენ, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.

დღეს კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 178 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეების მაჩვენებელთან შედარებით, გაორმაგებულია.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: 

მსგავსი პოსტები

Back to top button