რევანშის შანსი ბასილაშვილისთვის.ქართველი ისევ ენდი მარის შეხვდება

ავსტტალიის ღია პირველობის კენჭისყრაში ქართველ ჩოგბურთელს მეტოქედ კვლავ შოტლანდიელი შეხვდა.
მელბურნის ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ვეტერან ენდი მარისთან გაარკვევს ურთიერთობას.
როგირც იცით,პირველმა ქართველმა ჩოგანმა 12 იანვარს სიდნეის ასპარეზობის მერვედფინალში სწორედ 34 წლის მარისთან წააგო
ეს დრამატული შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და შოტლანდიელმა მხოლოდ დიდი ენერგიის დახარჯვის წყალობით 3 სეტში მოიგო.
ენდი მარიმ საინტერესო და საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა ბასილაშვილის თამაშს.
“დაუჯერებლად რთული მატჩი იყო.ის ბურთს მუდმივად ძლიერად ურტყამს,რაც ტურში არავის შეუძლია.შესაბამისად,ძირითადად დაცვაში ვიყავი და ბევრი სირბილი მომიწია”- აღნიშნა შოტლანდიელმა.
მელბურნის ტურნირი 17 იანვარს დაიწყება და ბასილაშვილი 21_ე განთესვით იქნება წარმოდგენილი.რაც შეეხება ენდი მარის,ის ასპარეზობაზე “უაილდ ქარდით” მოხვდა.