მნიშვნელოვანისიახლეები

ბათუმში აქციაზე „ძლიერი საქართველოს” წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს

ბათუმში აქციაზე „ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს. ამის შესახებ „ძლიერ საქართველოში” განაცხადეს.

„პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. სხვა დეტალები არ ვიცით“, – აცხადებენ კოალიციაში.

ასევე, აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან მივიდნენ და ლუკა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, უცნობია, რატომ მოხდა მისი დაკავება.

“არ ვიცით რისთვის დააკავეს, ადვოკატიც ვერ ახერხებს შესვლას, ვითხოვთ განმარტებას სამართალდამცავებისაგან”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.

დამატებით დეტალებს მედია შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.”ძლიერი საქართველო” ბათუმში აქციაზე დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

კოალიციის შეფასებით, ის უკანონოდ არის დაკავებული და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.

“ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ პოლიციამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა.

ამ დრომდე უცნობია ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი.

მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი.

ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ლუკას და ჩვენ, მის თანამებრძოლებს ამით რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button