მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ბაგა-ბაღების ხორცით მომარაგებისთვის გამოცხადებული ტენდერი გურჯაანშიც ჩაიშალა

საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცით მომარაგების მიზნით გამოცხადებული ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა. საქონლის ხორცით მომზადებული კერძების გარეშე დარჩა მუნიციპალიტეტის 37 ბაგა-ბაღის 2200-მდე აღსაზრდელი.

154 224 ლარის ღირებულების ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუხატავს. მუნიციპალიტეტმა თანხა 167 832 ათას ლარამდე გაზარდა და გამოაცხადა ხელახალი ტენდერი, რომელიც 27 იანვარს დასრულდება.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, შორენა ფროდიაშვილს იმედი აქვს, რომ ტენდერს გამარჯვებული ეყოლება და ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება მომავალი კვირიდან აღდგება. მისი ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებებს უწყვეტად ამარაგებენ ქათმის ხორცით.

საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცით მომარაგებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა ყვარლის მუნიციპალიტეტშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button