ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ფინანსების შესწავლა დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სტრუქტურებს დაავალა შეისწავლონ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საფინანსო საქმიანობა.

“ჩვენ, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა ბაღების თანამშრომლებს ჰქონდათ დაბალი ხელფასები, შეძლებისდაგვარად გავზარდეთ მათი შრომის ანაზღაურების მოცულობა. წელს, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით ოპტიმიზაცია ტარდება, შესაბამისად ოპტიმიზაცია ერთნაირად უნდა შეეხოს როგორც სააგენტოს მენეჯმენტს, ასევე შესაბამისად სხვა დასაქმებულ ადამიანებს. ასე, რომ ამაზე თბილისის მერიამ გარკვეული პოლიტიკა უკვე გაატარა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს. ასე, რომ მე დაახლოებით ორ კვირაში მექნება შესწავლილი შედეგები, რის შემდეგაც მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნარმანიამ.

რესპუბლიკელები დედაქალაქის მერიას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სახელფასო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ.

რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიდგომები უსამართლოა. ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დედაქალაქის მერიას მიმართავს და საკითხის დარეგულირებას თხოვს. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მაშინ, როცა აღმზრდელთა ხელფასი მინიმალურია, ბაგა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელებს კოლოსალური ანაზღაურება და დანამატი არ უნდა ჰქონდეთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button