ბაიდენი, არ არის დარწმუნებული, რომ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება.
ჯო ბაიდენი CBS News-თან ინტერვიუში გამოეხმაურა ტრამპის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი გზა მის დასამარცხებლად არის ის, რომ მას „არჩევნები მოპარონ“.
„თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული ამაში [ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში]. ის გულისხმობს იმას, რასაც ამბობს, ჩვენ მას სერიოზულად არ აღვიქვამთ, ის ამას გულისხმობს – თუ ჩვენ წავაგებთ, სისხლის ნიაღვარი იქნება, ეს იქნება მოპარული არჩევნები“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მარტში განაცხადა, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში დამარცხდა, აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვის სისხლის ნიაღვარი იქნება. კომენტარები ბაიდენმა და მისმა საარჩევნო შტაბმა მკაცრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური ძალადობის წახალისებას ახდენდა.
ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საპასუხოდ, ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ აღნიშნული განცხადება სპეციფიკურად ავტოინდუსტრიას ეხებოდა და დემოკრატებმა ის კონტექსტიდან ამოგლიჯეს, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ.