მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებაზე კანონს ხელი მოაწერა

"რუსეთის თვითგანადგურების კონცეფციის ავტორი თავად პუტინია", -პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საერთო მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებაზე კანონებს ხელი მოაწერა.

23 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის 2024 წლის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

რადამ ასევე გაახანგრძლივა საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით.

ზელენსკიმ დოკუმენტებს ხელი 7 აგვისტოს მოაწერა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას გაოცება შეუძლია.

ამის შესახებ მან სამხედროებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციისას თქვა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას შეუძლია გაოცება და შედეგების მიღწევა.

„ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს. ამის დემონსტრირებას ახდენს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა მეომრებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტის ძალას, არამედ ანადგურებენ მას, ისე როგორც ეს საჭიროა უკრაინის დასაცავად. ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკიმ ეს განცხადება კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კურსკში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

“რუსეთის თვითგანადგურების კონცეფციის ავტორი თავად პუტინია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი X-ზე წერს. მისი განცხადებით, ნებისმიერი ესკალაციის პირველწყარო რუსეთის აგრესიაა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთში ფიქრობენ, რომ მათზე შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები არ ვრცელდება, ამიტომ შეუძლიათ დაუსჯელად დაესხან თავს მეზობელ სახელმწიფოებს და თვალთმაქცურად მოითხოვონ საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button