მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ბახალა”სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე “ბახალა”ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე “სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. ამის შესახებ ადვოკატმა შოთა კახიძემ განაცხადა.

სამართალდამცავები “ბახალას” და კიდევ სამ პირს საქართველოში 900 აბი სუბოტექსის შემოტანას ედავებოდნენ.

“2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება”, – აღნიშნული იყო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (0,3726 გრამი ბუპრენორფინი) შეძენა-შენახვასაც ედავებოდა და 2018 წლის 23 იანვარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

მსგავსი პოსტები

Back to top button