მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად მუშაობს.

ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით 23 მარტს აიცრა. ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით ივნისში უნდა აცრილიყო.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მხოლოდ მეორე დოზის მიღების შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button