მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია”

უკრაინამ მთელს მსოფლიოსთან ერთად არ უნდა შეწყვიტოს და კიდევ უფრო უნდა გაზარდოს გლობალური ზეწოლა რუსეთზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა აქვთ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის რევანში (წინსვლა) არ დაუშვან იმ მომენტამდე, სანამ პარტნიორებისგან გადმოცემული შესაბამისი იარაღით არ გაძლიერდებიან.

“ჩვენ ვთვლით, დაზვერვა და სამხედროები, რომ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ზეწოლა გაძლიერდება. რუსეთს რევანში სურს. და ეს რევანში ზუსტად იქ სურს, სადაც ძალიან სჭირდებათ. ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენი არმიის შესაბამისი იარაღით გაძლიერების მომენტამდე. ვთვლი, რომ შანსი გვაქვს”, – თქვა ზელენსკიმ.
ბახმუტში მებრძოლი უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ არ აპირებენ ქალაქის დატოვებას იქამდე, სანამ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა ექნებათ და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება.

ბახმუტი ბოლო თვეებია ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

“ჩვენ არ დავტოვებთ დამპყრობლის არცერთ აგრესიულ ქმედებას უპასუხოდ” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ მთელს მსოფლიოსთან ერთად არ უნდა შეწყვიტოს და კიდევ უფრო უნდა გაზარდოს გლობალური ზეწოლა რუსეთზე.

“ჩვენ არ დავტოვებთ დამპყრობლის არც ერთ აგრესიულ მოქმედებას უპასუხოდ. რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე აშკარაა. მაგრამ ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსები შეტევითი მოქმედებებისთვის.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ: გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებულნი ჩვენს მისწრაფებაში, მოვამაგარგოთ ჩვენი ჯარი ყველა საჭირო იარაღითა და აღჭურვილობით – ჩვენ უკრაინიდან ერთ ხმად უნდა ვესაუბროთ მსოფლიოს თავდაცვის მოწოდებაზე და გავზარდოთ გლობალური ზეწოლა რუსეთზე ყოველთვიურად,” – აცხადებს ვოლოდიმირ ზლენეკსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button