ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმი გაიხსნა
სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ–მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს 12- ნომრიანი სასტუმრო შეემატა.
განახლებული კომპლექსის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო სახლ-მუზეუმი თავისი მნიშვნელობით, ისტორიითა და არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნება ტურისტულ, განსაკუთრებით კი ღვინის ტურისტულ რუკაზე.
პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.