გრემში ახალი საწარმო გაიხსნა

“ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ახალი საწარმო- “სარაჯიშვილი დისტილერი” გაიხსნა.

სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახლად გახსნილი საწარმო სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გაიტანს, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას.

პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button