“ბალიშების ფესტივალი 2015” ლაგოდეხში [Photo/Audio]

“ბალიშების ფესტივალი 2015” გაიმართა ლაგოდეხში „რანი“-ს სტადიონზე. პროექტის იდეა ახალგაზრდების გააქტიურება და ერთი ჩვეულებრივი დღის გახალისება იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოხალისეები, მომღერლები და მოცეკვავეები. ფესტივალის გარდა მოეწყო ვიქტორინები, გათამაშებები და დუელები. გამარჯვებულები კი სერტიფიკატებით დააჯილდოეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ტასო მოდებაძემ განუცხადა, მათ მუნიციპალიტეტს შესთავაზეს განსხვავებული და ორიგინალური სანახაობა.

როგორც “ჰერეთს” ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა, მათ ღონისძიებას თანადგომა გამოუცხადეს და შეძლებისდაგვარად დაეხმარენენ.

ხაჩიძე ამბობს, რომ მსგავს ინიციატივებს ცენტრი მომავალშიც დაუჭერს მხარს. ღონისძიების ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ ახალ პროექტებზე უკვე მუშაობენ.

მოუსმინეთ ტასო მოდებაძის და ბაჩო ხაჩიძის ხმას

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18485″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button