ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ბანკებმა 264 692 666 ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრეს

2021 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 264 692 666 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონებაა. ამის შესახებ ირკვევა კომერციული ბანკების ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშგებაში.

დოკუმენტის მიხედვით, მილიონ ლარზე მეტი დასაკუთრებული ქონება ბანკებზე შემდეგი პროპორციით ნაწილდება:

თიბისი ბანკი –113 085 201 ლარი

საქართველოს ბანკი – 98 780 734 ლარი

ვითიბი ბანკი ჯორჯია – 19 943 032 ლარი

ბაზის ბანკი – 11 591 912 ლარი

ხალიკ ბანკი საქართველო – 7 916 742 ლარი

ქართუ ბანკი – 6 855 626 ლარი

ტერაბანკი – 3 574 073 ლარი

კრედო ბანკი – 1 097 657 ლარი

იშ ბანკი საქართველო – 735 525 ლარი;

სილქ როუდ ბანკი – 450 393 ლარი;

ფინკა ბანკი საქართველო – 255 436 ლარი;

ლიბერთი ბანკი – 144 456 ლარი;

ზირაათ ბანკი საქართველო – 62 320 ლარი;

პროკრედიტ ბანკი – 101 384 ლარი;

პაშა ბანკი საქართველო – 98 175 ლარი.

შეგახსენებთ, 2021 წლის პირველ 9 თვეში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 15 კომერციულმა ბანკმა მილიარდ 640 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც კი მეტია.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, წლის პირველ სამ კვარტალში ყველაზე მეტი, 735 მილიონ 600 ათასი ლარის მოგება, “თიბისი ბანკმა” გამოიმუშავა, რომელსაც 658 მილიონ 200-ათასლარიანი მოგებით “საქართველოს ბანკი” მოსდევს. მოგების სიდიდით მესამეა პროკრედიტბანკი.

წელს 9 თვეში ბანკების მოგება ასე გამოიყურება:

1. “თიბისი ბანკი” – 735,565,005 ლარის წმინდა მოგება;
2. “საქართველოს ბანკი” – 658,175,300 ლარის წმინდა მოგება;
3. “პროკრედიტ ბანკი” – 48,046,498 ლარის წმინდა მოგება;
4. “ლიბერთი ბანკი” – 36,311,329 ლარის წმინდა მოგება;
5. “ბაზისბანკი” – 33,319,645 ლარის წმინდა მოგება;

მთლიანობაში სამ ყველაზე მომგებიან ბანკზე სექტორის მთლიანი მოგების 90% მოდის.

საბანკო სისტემამ წელს პირველ 9 თვეში ჯამურად მილიარდ 830 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა, რისთვისაც ბიუჯეტში 192 მილიონ 500 ათასი ლარის გადასახადი გადაიხადა. ასე რომ ბანკების მესაკუთრეებმა და აქციონერებმა მილიარდ 640 მილიონი ლარის წმინდა მოგება გაინაწილეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button