ბანკებში დოლარის ფასი 2.38 ლარიდან იწყება
კომერციული ბანკების ნაწილში დოლარი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურზე რამდენიმე პუნქტით ძვირად იყიდება.
უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
მაგალითად, “საქართველოს ბანკში” დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2 ლარი 38 თეთრია.
რაც შეეხება “ბანკ რესპუბლიკას”, ამ დროისთვის 1 დოლარის შეძენა 2 ლარად 40 თეთრად არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების ნაწილში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე რამდენიმე პუნქტით მაღალია ევროს ყიდვა-გაყიდვაც.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,33 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.
წყარო: IPN