ბანკებში დოლარს 2 ლარად და 45 თეთრად ყიდიან

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,43 დან 2.45 ლარამდე მერყეობს.
ეროვნული ბანკის ოფიცლაური კურსით, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, 1 აშშ დოლარი 2,36 ლარი იყო.
თუმცა, გაცილებით მაღალი მაჩვენებელია კომერციულ ბანკებში. TBC ბანკი 1 აშს დოლარს 2.44 ლარად ყიდის.
ასეთივე კურსია საქართველოს ბანკში, ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად 2 ლარი და 45 თეთრია საჭირო ფინკა ბანკში.
ლარის კურსი შეიცვალა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს შეძენა 2.71 ლარად არის შესაძლებელი. კომერციულ ბანკებში კი 1 ევრო 2.83 ლარზე მეტია.