“ლაგოდეხის იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება”

ლაგოდეხში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება.
სამუშაოებს კომპანია “ელექტროდერვისი” ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის, რამაზ შარაშენიძის თქმით, “პროექტის ღირებულება 1 მილიონ 650 ათასია”.
სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობა ლაგოდეხში ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო. მაშინ მხოლოდ საძირკველი ამოიღეს. მას შემდეგ მშენებლობა შეჩერებული იყო.
რამაზ შარაშენიძე – ხმა