ბაქოში ოლიგარქს იახტა მოპარეს
აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ფიზული აბდულაევმა, მისი საყვარელი იახტის დაკარგვის ფაქტზე, პოლიციაში იჩივლა.
ლუქს კლასის 65 მეტრიანი იახტა, ბაქოს ბულვარზე განლაგებული იახტ-კლუბიდან, დაცვის ცხვირწინ გაიტაცეს, – იუწყება აზერბაიჯანული პორტალი Lent.az.
47 წლის აბდულაევმა განაცხადა, რომ იახტა მის საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნულ კლუბში 2006 წლიდან ინახება.