მდინარე ალაზანში 45 წლამდე მამაკაცს ეძებენ

მდინარე ალაზანში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, 45 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი წუხელ სათევზაოდ იმყოფებოდა რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ გაიტაცა.

როგორც რადიო “ჰერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button