ბარსელონამ ბენფიკას ვერ მოუგო.შესაძლოა ის ტურნირის მიღმა დარჩეს

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურში ბენფიკას უმასპინძლა და დაუზავდა.
ლამაზი თამაშის მიუხედავად,გუნდებმა ქომაგებს გატანილი გოლები ვერ შესთავაზეს.მატჩი ფრედ 0:0 დამთავრდა.
კრიზისში მყოფი კატალონიური გრანდის ახალი თავკაცისთვის პირველი ევროპული მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჩავიმ თქვა,რომ ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯნენ,თუმცა სამწუხაროდ, გულშემატკივარმა გოლი ვერ ნახა.
ბარსა დილემის წინაშეა. ბოლო ტურში 6 დეკემბერს მას 15 ქულიან და პირველადგილოსან მიუნხენის ბაიერნთან გამარჯვება სჭირდება.
ბარსელონას ამ დროისთვის 7 ქულა აქვს და E ჯგუფში მეორე პოზიცია უკავია. ბენფიკა 5 ქულით მესამეზეა და უმოტივაციო კიევის დინამოს უნდა შეხვდეს,რაც კატალონიური გრანდის შანსს,მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე,- მეტად ამცირებს