ბასილაშვილი 100-ათასიან ჩელენჯერზე ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფება და ფლორიდულ სარასოტაში დაწყებულ 100-ათასიან ჩელენჯერზე მე-4 ნომრად არის განთესილი.

ბასილაშვილი პირველ რაუნდში არგენტინელ გუიდო ანდრეოცისთან ითამაშებს და მისი ძლევის შემთხვევაში მერვედფინალში, კვალიფიკაციის გამარჯვებულთა შორის, უმჯობესს გაეჯიბრება. მოკლედ, წინსვლის კარგი შანსი აქვს.

ცნობისთვის, ბასილაშვილს მსოფლიო რეიტინგში 481 ქულით 121-ე ადგილი უკავია, სარასოტას ჩელენჯერის მოგებისთვის კი 100 ქულაა გათვალისწინებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button