“ბასილაშვილი წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას”
“ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, რადგან მუხლებზე პრობლემა აქვს”. – ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტვ “მთავარის” ეთერში ისაუბრა.
“მტკიცებულებით, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, არ დგინდება რაიმე ფორმის ძალადობა. ამ შემთხვევას ჰყავს შემსწრეებიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, დაიცვას თავი. ისინი დაშორდნენ 2009 წელს. თუკი ბასილაშვილი იყო მოძალადე ქმარი, რატომ არ იყო დოროყაშვილი თანახმა განქორწინებაზე? თუკი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ”?
“ბასილაშვილს გამოყოფილი აქვს ბავშვის ნახვის ორი დღე: ხუთშაბათი და შაბათი. ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში. მოყვანიდან 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა ძალით. არის ჩანაწერები, გამოძიებას ამოღებული აქვს და საქმეში დევს.
“როგორც ის ამბობს, მამათილი მოსდევდა, ჩონგურით, იარაღით თუ ჯოხით. ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, მუხლებზე პრობლემა აქვს”. – აცხადებს ირმა ჭკადუა.
“ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს. ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ”. – აცხადებს ირმა ჭკადუა “პრაიმტაიმთან”.
ერთ-ერთი სადავო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინაა.