ბასილაშვილმა “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ასეულში შევიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენში გამართული “ჩელენჯერის” ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) მოიგო.

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 2 საათსა და 18 წუთში, 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 6 150 ევრო მოიგო და რეიტინგში 90 ქულა გამოიმუშავა.

27 ივლისს ოფიციალურად განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდება, სადაც წინასწარი მონაცემებით ბასილაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის იქნება. ამ დროისთვის კი ლაივ-რეიტინგში 90-ე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button