გამგეობა ელექტროსადენების შესაცვლელად 4 ათასი ლარს ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების შესაცვლელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარი გამოიყოფა. თანხას გამგეობა ითხოვს.
როგორც რადიო “ჰერეთს” გამგებელმა კახა ჯამბურიამ განუცხადა, “შენობაში მოძველებლ და დაზიანებულ ელექტროსადენებს ცეცხლი რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა, რამაც დენის გამანაწილებელი სისტემა დააზიანა”.
ჯამბურიას თქმით, “შენობაში ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა, თუმცა უწყების შეუფერხებლად მუშაობისთვის აუცილებელია დაზიანებული სისტემის შეკეთება”.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13773″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]