საქართველოსპორტი

ბათუმის დინამომ პირველი ადგილი დაიბრუნა

დინამო არენაზე გამართულ მიმდიბარე ჩემპიონატის ბოლო მატჩში თბილისმა ბათუმის დინამო მიიღო და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა. მე_17 წუთზე გატანილი მარუშიჩის გოლით თბილისელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მეორე ტაიმი ფაქტიურად დათმეს. ჯერ იყო და 78_ე წუთზე აზსროვმა ულამაზესი გოლით აღადგინა წონასწორობა, შეხვედრის მიწურულს კი ჯოვინოს გოლმა გამარჯვება მოუტანა ბათუმის დინამოს. ამრიგად, 43 ქულით ბათუმი სატურნირო ცხრილის სათავეშია, 41 ქულით მას თბილისის დინამო მიყვება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში დღეიდან 1 თვიანი პაუზა გამოცხადდა. ტურნირს გუნდები 7 აგვისტოს განაახლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button