ბათუმის „დინამოს“ სასწაული. „ბატე“ სტუმრად 4:1 დაამარცხა

კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ ‘ბელორუსის „ბატეს“ შინ ესტუმრა. აჭარლებს პირველი მატჩი 0:1 ქონდათ წაგებული და რევანშისთვის ემზადებოდნენ.
მატჩის პირველივე წუთებში სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა ჩაიგდეს ხელში და ბევრი საგოლე მომენტიც შექმნეს. მომენტების გამოუყენებლობისთვის ისინი დაისაჯნენ და ბორისოვოს „ბატემ“ ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს გახსნა.
მეორე ტაიმის დებიუტში გია გეგუჩაძის გუნდმა პენალტი მოიპოვა და შედეგიანადაც გამოიყენა. 59-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ქართველები წინ გაიყვანა. ამას კიდევ 2 უპასუხო გოლი მოყვა და ბათუმის „დინამომ“ მეტოქე სტუმრად დამაჯერებელი ანგარიშით: 4:1 დაამარცხა.
გეგუჩაძის გაწვრთნილები კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდნენ, რაც შეეხება მეორე ქართულ გუნდს, – თბილისის „დინამო“ ტურნირს გამოეთიშა.
სპორტი