მნიშვნელოვანირეგიონი

ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო წლებში 40-მდე სხვადასხვა სახეობის ბინადარი დაიხოცა

ბოლო 4 წლის განმავლობაში ბათუმის ზოოკუთხეში 4 კენგურუ დაიხოცა, დარჩენილია მხოლოდ ერთი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისის ზოოპარკს გადასცეს.

მიზეზად არასათანადო პირობები სახელდება.

როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, ცხოველების დახოცვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ბოლო წლებში ზოოკუთხეში 40-მდე სხვადასხვა სახეობის ბინადარი დაიხოცა. გაზრდილი სიკვდილიანობის ფონზე, შემცირებულია მობინადრეთა შობადობა.ასეთ სტატისტიკას მენეჯმენტი შეუსაბამო პირობების გარდა, თანამშრომელთა დაბალ კვალიფიკაციას უკავშირებს.

დაწყებულია სპეციალისტების გადამზადება. რაც შეეხება პირობებს, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუმცა დამატებითი სახსრების გამოყოფა ქალაქის მერიაზეადამოკიდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button