მნიშვნელოვანირეგიონი

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების ფაქტს ომბუდსმენი სწავლობს

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს. საკითხის საბოლოოდ მოკვლევამდე, ომბუდსმენის ოფისში შრომითი უფლებების დაცვისა და შესაბამისი კანონპროექტის დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული დოთუა მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, ყურადღებას ეფექტური შრომითი ინსპექციის სამსახურის შექმნის შესახებ ამახვილებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.

22 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული სამი მუშა გეგმიური აფეთქებისას დაშავდა.

სამივე მუშა ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აფეთქების გამო ადგილზე მუშაობა შეჩერებულია. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს რკინიგზის დეპარტამენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button