მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბათუმში 50 ადამიანის მოწამვლა სასმელ წყალს ბრალდება

მასობრივი ინტოქსიკაცია აჭარაში. ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე, 50-ზე მეტი ადამიანი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა. მოწამლულებს შორის არიან ორსულები და ბავშვები.

მოსახლეობის განმარტებით, ორი დღის განმავლობაში, მათ სასმელი წყალი სარემონტო სამუშაოების გამო არ მიეწოდებოდათ. დღეს დილით მიწოდება აღდგა, თუმცა სწორედ წყლის გამოყენების შემდეგ გამოუვლინდათ მათ მოწამვლის ნიშნები.

რამდენიმე მოწამლული ბათუმის საავადმყოფოებშია მოთავსებული.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შარაშიძის ქუჩიდან, სადაც მასობრივი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში ცხრა პაციენტი გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, დავით მურვანიძის განცხადებით, არც ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში არ იმყოფება.

„შარაშიძის ქუჩიდან დღეს სულ ცხრა პაციენტი გადმოიყვანეს. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. მათ აღენიშნებათ გულისრევა, დიარეა და ინტოქსიკაციის სხვა სიმპტომები, თუმცა არც ერთი მძიმე პაციენტი არ გვყავს. ინტოქსიკაცია სახეზეა, მაგრამ მე ვარ ინფექციონისტი და ვერ გეტყვით, რას შეეძლო გამოეწვია ინტოქსიკაცია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავადგინოთ, რომელმა ბაქტერიამ გამოიწვია მოწამვლა, მაგრამ საიდან მოხვდა ეს ბაქტერია ორგანიზმში, ჩვენ ვერ დავადგენთ.” – განაცხადა დავით მურვანიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button