მნიშვნელოვანისიახლეები

ბათუმში აქციის მონაწილეებს აკავებენ

დღეს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები – ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 10-მდე აქტივისტია დაკავებული.
აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე პირი „ასფალტზე ფურცლის გაკვრის გამო“ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.

სამმართველოსთან ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. „ისინი ასფალტზე წარწერამ გააღიზიანა, რეპრესიები დაიწყეს. თუ ასფალტზე გაკვრა არის დანაშაული ჩვენც დაგვაკავეთ. ცარიელი ფურცლების გამო იჭერენ ადამიანებს, მსგავსი ხდება რუსეთში”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მისი დაკავების შემდეგ ვაჟა დარჩია დაიჭირეს, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.

აქციის მონაწილეები ახლაც ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან, ხოლო აქცია გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button