ბათუმში დაშავებულები საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, არც ერთ პირს არ აქვს დამწვრობა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გიორგი კიკაბიძის ინფორმაციით, სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი იდენტიფიკაცია ჯერ ვერ ხერხდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მათ საბუთები არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად უცნობია არის თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქე.

“ლეოგ რანდიდან” დამსვენებლები სხვა სასტუმროებში გადაჰყავთ.

სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძარი საღამოს გაჩნდა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაზუსტებული ინფორმაციით გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 10 ადამიანი.

 

 

 

ფოტო: ბათუმელები

მსგავსი პოსტები

Back to top button