მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმში ოთხი კლუბი არ აკმაყოფილებდა პანდემიასთან დაკავშირებით დადგენილ რეკომენდაციებს და შრომის ინსპექციამ ისინი დახურა. იმავდროულად, ოთხივე კლუბი 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს.

„შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, მოთხოვნებს ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა – შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი). ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს: შპს სამაია (კლუბი კონტე); შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო); შპს სექტორი 26 (სექტორი 26)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყება აცხადებს, აღნიშნულ კლუბებს რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენჯერმე გააფრთხილეს კლუბები, თუმცა, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button