მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს

ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს, ჩამტვრეულია შუშები.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.