მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ოპოზიცია პირველ გასვლით შეხვედრას კახეთში გამართავს

თბილისში 15 მაისს დაანონსებული აქციისათვის მზადება თელავის მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, შეხვედრები ქალაქის ქუჩებსა და სოფლებში გაიმართება.

” შევიკრიბებით ჩვენს ოფისთან თელავში და შემდეგ, ფეხით გავალთ ქალაქში მოსახლეობასთან სასაუბროდ. გვინდა ყველას ავუხსნათ, 15 მაისის აქციისა და ჩვენი ბრძოლის მნიშვნელობა რეჟიმის წინააღმდეგ”- განაცხადა ბოტკოველმა.

თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში უკვე კახეთისკენ მიემგზავრებიან.

შეგახსენებთ, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დიდი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ, განცხადება 20 მარტს გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button