ბათუმში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

ბათუმში სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვამების იდენტიფიცირება.

123მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.- იუწყება აჭარის ტელევიზია.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს.

მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button