რეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმში კლინიკა „მედინადან“ კარანტინში ათამდე მედიკოსი გადაიყვანეს

ბათუმში კლინიკა „მედინადან“ კარანტინში 10-მდე მედიკოსია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ იმ პაციენტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, შეყვანისას პაციენტს ცხელება არ აღენიშნებოდა, თუმცა მალევე ივარაუდეს, რომ მას შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა. პირველადი კვლევების ჩატარების შემდეგ კი, „ცხელების ცენტრში“ გადაამისამართეს.

„მ​ედინაში“ გამკაცრებულია კონტროლი. ყველა შემსვლელი გადის თერმოსკრინგს, შესასვლელში მათ აძლევენ პირბადესა და ხელთათმანს.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button