საქართველოსიახლეები

ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით არიან დაავადებული მისი დედა და ბაბუაც. სამივე მათგანი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირას წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობდა. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა იმ დღეს მოქალაქეებს ზიარება არ მიუღიათ. ტაძარში მიდიოდა სტიქაროსნის დედაც, რომელიც ასევე ინფიცირებულია. COVID-19 დაუდასტურდა სტიქაროსნის ბაბუასაც.

შეგახსენებთ, რომ ეს ამ დრომდე ეკლესიაში ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button