მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში აგრარული ბაზრები დაიკეტა

დღეიდან, 7 აპრილიდან თბილისის აგრარული ბაზრები დაიკეტა.

„ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

გუშინ, 6 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოში სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები დაიხურა. სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის ბაზრის დახურვას არ აპირებდნენ, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინება ვერ მოხერხდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა.

დადასტურებულ შემთხვევებს შორის, გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი, გარდაცვლილია 2 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 708 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button