ბათუმში მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა
ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილბრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათ შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ მძღოლები დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციამ უკანონო პარკირებისათვის 2 მძღოლი დააჯარიმა, რამაც იქვე მყოფი მოსახლეობის რეაქცია და პატრულის მიმართ დაპირისპირება გამოიწვია.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ბოლო დროს ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს. მათ შორის ურთიერთობა კი, ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ დაიძაბა.