სუს-ი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შსს-ს თანამშრომლის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლის, თორნიკე აბლოთიას, გატაცების ფაქტს არ ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, თორნიკე აბლოთიასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, რაც მოგვარებულია.
ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან თორნიკე აბლოთიას გატაცების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რასაც ადგილობრივი სამართალდამცველებიც ადასტურებდნენ.