ბათუმში ცენტრალური ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია – მოსახლეობა პოლიციას უპირისპირდება

ბათუმში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და  პოლიციის უფროსის გადაყენებას და დღეს დაკავებული პირების გადაყენებას ითხოვენ.

ქუჩის გასწვრივ პოლიციის კორდონია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი გორის საპატრულოდან გადმოსვლის შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა, რაც პატრულის თანამშრომლების უხეშ მოქცევაში გამოიხატება.

აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული 5 ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც დღეს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ 2 პირი არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა და მათ პოლიციას  წინააღმდეგობა გაუწიეს. ამ დაპირისპირებაში კი  რიგითი მოქალაქეები ჩაერივნენ  და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცავების მხრიდან ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button