ინდონეზიაში პითონმა კაცი გადაყლაპა [Video]

ინდონეზიაში პითონმა 25 წლის მამაკაცი მთლიანად გადაყლაპა, – გვაცნობებს Daily Mail.

საზარელი ინციდენტი ქალაქ სულავესიში მოხდა. იქ 27 მარტს ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო მოგვიანებით მის ბაღში უზარმაზარი პითონი აღმოაჩინეს. როცა მაშველებმა რეპტილია გაჭრეს, აღმოაჩინეს, რომ მას ადამიანი მთლიანად გადაუყლაპია. სამწუხაროდ, მამაკაცის გდარჩენა ვერ შეძლეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ინდონეზიაში მრავალჯერ დაფიქსირებულა. მსხვილი ქვეწარმავლები ხშირად ყლაპავენ ქუჩებში ჩაძინებულ უსახლკარო ან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button