ბათუმში ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2016“ გაიხსნა

დღეს ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯიან პალასში“, საერთაშორისო ფორუმი ,,ციტრუსის ექსპორტი 2016″ გაიხსნა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლაშა კომახიძემ.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსხვილი ციტრუსის ექსპორტით დაინტერესებული პირები. საერთაშორისო ფორუმში 8 ქვეყანის 19 ექსპორტიორი, სულ 26 წარმომადგენელი მონაწილეობს: პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ისრაელიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ციტრუსის სეზონის მოკლე ანალიზი გააკეთა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამსწრე საზოგადოებას ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის პროცედურების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სხვადასხვა უწყებების წარმოამდგენლებმა ფორუმში მონაწილეებს ციტრუსის ექსპორტის საბაჟო პროცედურების, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების და პოტენციური ბაზრების წარმომადგენლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ფორუმის დასარულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საერთაშორისო ფორმუმი „ციტრუსის ექსპორტი 2016“ ხვალ 1 ოქტომბერს დაიხურება. ფორუმი – არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივა და იგი ყოველწლიურ, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button