მეცნიერებმა რობოტი შექმნეს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებით იკვებება

ბრისტოლისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების მეცნიერებმა რობოტი შექმნეს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების გადამუშავებით ენერგიას მოიპოვებს და მის ხარჯზე ფუნქციონირებს.

მეცნიერები გვაცნობებენ, რომ რობოტს თავისებური საჭმლის მომნელებელი სისტემა და პირი გააჩნია, რომლითაც ცოცხალი ორგანიზმებით სავსე სითხის შთანთქმა შეუძლია. მანქანა ფილტრაციის შემდეგ კუჭში მხოლოდ იმ ბაქტერიებს უშვებს, რომელიც მიკროორგანიზმებს ხრწნის და შესაბამისად, საწვავ ელემენტს წარმოადგენს.

აპარატის საჭმლის მომნელებელი სისტემა გადამუშავებულ ნივთიერებას საგანგებო ხვრელიდან გამოდევნის, რომელიც მანქანის უკანა ნაწილშია განლაგებული.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ახალი რობოტი ისეთი წყალსაცავების გასაწმენდად შეიქმნა, რომელიც ტოქსიკური ნივთიერებებითა და რადიაციითაა დაბინძურებული. მათი თქმით, მანქანა, საკუთარი ძალებით მოპოვებული ენერგიის ხარჯზე, ძალიან დიდხანს მუშაობს და ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button