ბათუმში “სიყვარულის ქანდაკების” დემონტაჟი მიმდინარეობს [Video]

სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ ფოტოებს, რომლის მიხედვითაც ბათუმში “სიყვარულის ქანდაკების” დემონტაჟი მიმდინარეობს.

თვითმხილველთა განცხადებით, დემონტაჟისას ქანდაკება დაზიანდა.

არსებული ცნობით,ზღვამ ქანდაკებას საძირკველი გამოუთხარა, რისი გადაადგილების აუცილებლობაც შეიქმნა.

“სიყვარულის ქანდაკება” 2010 წელს დადგეს და ბათუმის ბიუჯეტს 2 703 600 ლარი დაუჯდა.ქანდაკება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ფიგურას.ისინი ერთმანეთისკენ ილტვიან და 8-10 წუთის განმავლობაში მოძრაობენ. ბოლოს კი ერთმანეთს ერწყმიან ისე
თითქოს ერთი მთლიანი ქანდაკება იყოს.

ქანდაკების მუზა Kurban Said-ის ერთ-ერთი ცნობილი რომანი “ალი და ნინო”გახდა. (რომანში ქართველი გოგონა ნინოსა და მუსულმანი ვაჟი ალის სიყვარულია აღწერილი)

ნამუშევარი თავდაპირველად ვენეციაში ხოლო შემდეგ ლონდონში იყო წარმოდგენილი.ქანდაკების ავტორია ქართველი მხატვარი და მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16277″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1440590507754″]

მსგავსი პოსტები

Back to top button