ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს აშშ-ის ღია პირველობას იწყებს
დღეს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღია პირველობაში ჩაებმება. იგი სტარტს საკვალიფიკაციო ეტაპზე აიღებს.
23 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციით 97-ეა, ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში ჩვენებური რეიტინგით 218-ე საფეხურზე მყოფ ორიოლ როკა ბატალიას (ესპანეთი) დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზი მე-2 წრეში მიტჩელ კრუეგერსა (აშშ) და ნილს დესეინს (ბელგია) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.
საგულისხმოა, რომ უიმბლდონის ტურნირის მსგავსად, ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციოში სამ შეხვედრას თუ მოიგებს, ძირითად ბადეში თამაშის უფლებას და 25 სარეიტინგო ქულას მოიპოვებს.