რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ერთი საათით გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა,სადაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ ერთი საათით გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობაა.

სხდომაზე არ გამოცხადდა 25 დეპუტატი.

მათგან 22 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, დანარჩენი 3 კი “ქართული ოცნების” დეპუტატია. სწორედ ამიტომ, სხდომის დროებით გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი პარტია “საქართველოსთვის”.

ზუგდიდის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა ამ დრომდე ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის სხვა პირები.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button