დავით უსუფაშვილი დედოფლისწყაროს ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გია ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კედელაშვილის ოფისის დაცხრილვის ფაქტზე რეაგირება მოითხოვა.

როგორც გიორგი ბარამიძემ განაცხადა, წუხელ, დედოფლისწყაროში, კედელაშვილის ოფისი დაცხრილეს. მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი ბარამიძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა. უსუფაშვილის თქმით, ამ ფაქტის შესწავლა დროულად უნდა მოხდეს. დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი წუხელ დაცხრილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button